ეკონომიკის განვითარების სამსახური საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს სურსათი ოზურგეთში მცხოვრებ 21 ოჯახს გადასცეს.

სამსახურის ხელმძღვანელმა ალეკო მამეშვილმა პროდუქტები სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ტურიზმის განყოფილებების თანამშრომლებთან ერთად ქალაქსა და სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მიიტანა. საქველმოქმედო აქციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახური ჩაერთო. პროდუქტები ერთიან ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით გაიცემა.

0

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი