კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები

კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს უერთდება ოზურგეთის საკრებულოც, საკრებულოს აპარატი.

დროებით იზღუდება საკრებულოში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში თემატური საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, აგრეთვე, საკრებულოში დაგეგმილი სხდომების ჩატარება.

საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის. დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა საკრებულოს საქმიანობას ზიანს მიაყენებს. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება

პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ მოქალაქეებს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ადმინისტრაციებში მისვლისგან. მათ შეუძლიათ განცხადებები და მათთვის საინტერესო საკითხები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნონ აღნიშნულ მისამართებზე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო -მერია: ☎ცხელი ხაზი:; საკრებულო 599 98 39 00; 599 00 89 59; მერია 599 06 82 00. ელ.ფოსტა:

0

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი