მერიის თანამშრომლებმა შეჭირვებულ ოჯახებს პროდუქტები გადასცეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების პირადი სახსრებით შეძენილი პროდუქტები დღეს მარტოხელა ხანდაზმულებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა.

პირველადი საჭიროების სურსათი სხვადასხვა ოჯახში მერიის ინფრასტრუქტურის, ადმინისტრაციული და სოციალური სამსახურების თანამშრომლებმა მიიტანეს.

პროდუქტები მომართვიანობის საფუძველზე, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით ეტაპობრივად გაიცემა.

0

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი