მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლებმა შეჭირვებულ ოჯახებს პროდუქტები მიუტანეს

პირველადი საჭიროების პროდუქტები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლებმა ერთიან ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე სოციალურად დაუცველ ოჯახებში მიიტანეს.

სამსახურის თანამშრომლების პირადი სახსრებით შეძენილი სურსათი იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მერის წარმომადგენელთან ირაკლი რამიშვილთან ერთად გადასცა.

0

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი