საკრებულოს გასვლითი სხდომ

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ფოლკლორის ცენტრში გაიმართა, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო დისტანცირება და სხვა უსაფრთხოების ზომები.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ აღნიშნა, საკრებულოს სხდომა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა.

„საკრებულოს სხდომის ფოლკლორის ცენტრში ჩატარება განაპირობა, ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციებმა, რათა მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცირება და სხვა უსაფრთხოების ზომები. მნიშვნელოვანია, ამ რთულ პერიოდში არ შეფერხდეს მუნიციპალიტეტის მუშაობა. დღეს საკრებულომ ბიუჯეტის ცვლილება დაამტკიცა, 11 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება. პარალელურად, აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადდა. საკრებულოს წევრებს კი გვმართებს ორმაგი პასუხისმგებლობა მოქალაქეთა წინაშე, ამიტომ მოგიწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, თავადვე გავხდეთ მაგალითები სოლიდარობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის. ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს, რათა წარმატებით დავძლიოთ ეს გამოწვევა. მადლობა ჩვენს მედიკოსებს, ისინი ნამდვილად გმირები არიან“, – განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.

საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

საკრებულოს სხომაზე დღის წესრიგით გათვალისიწნებულ 11 საკითზე მიიღეს გადაწყვეტილება.

0

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი