მაკვანეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება

 სოფელ მაკვანეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ოზურგეთის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.

30 დეკემბერს, ხანძრის შედეგად სოფელ მაკვანეთში ქარჩავების სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მივიდა და დაზარალებული ოჯახი მოინახულა.

„პირველ რიგში, დაზარალებულ ოჯახს, დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველვყოფთ, შემდეგ კი სათანადო დახმარებას გავუწევთ“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები