აგუნას გადაძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებია.
„კალანდა 2022“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სახლში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო ოზურგეთელებო, გილოცავთ კალანდას! მშვიდობის, ბედნიერების და წინსვლის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. წელს კალანდას განსხვავებულად, ყველანი #ერთად შევხვდით ულამაზეს სოფელ შემოქმედში და ჩვენი ტრადიცია სტუმრებსაც გავაცანით ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მადლობა, რომ მიიღეთ ჩემი მოწვევა და მობრძანდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მრავალ კალანდას დაესწარით!“ – ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე.
ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება გალა კონცერტით, თეატრალურის კვარტეტი მონაწილეობით და საკალანდო ფოიერვერკით დასრულდა.