განახლებული ინფორმაცია დიდთოვლობასთან დაკავშირებით
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში, მერია და შესაბამისი სამსახურები არსებული ტექნიკური რესურსით, ინტენსიურად ახორციელებდა გზების გაწმენდას. ამ მომენტისთვის, მთავარი გზები გაწმენდილია შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:
ქ. ოზურგეთი
სოფ. ოზურგეთი
მელექედური
დაბა ლაითური
გურიანთა- ციხისფერდი
დაბა ნარუჯა
ლიხაური
მაკვანეთი
დვაბზუ-გაღმა დვაბზუ
ნაწილობრივ გაიწმინდა ჭალა-ბოხვაური, შრომა, ბაილეთი, სილაური, ჯუმათი და ბახვი.
ამ წუთებში იწმინდება:
ძიმითი
მთისპირი
შემოქმედი
ნატანები
დვაბზუს ნასაკირალი
სოფლებში: ჭანიეთი, ასკანა – მზიანი, ნაგომარი, დაბა ნასაკირალი, მშვიდობაური, ცხემლისხიდი, მერია, კონჭკათი, თხინვალი სამუშაოები უახლოეს საათებში დაიწყება. თოვლის წმენდის პროცესში ჩართულია 20 ერთეული ტექნიკა.
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია:
შრომა
ნატანები
ქალაქი ოზურგეთი
ცხემლისხიდი
სოფ. ოზურგეთი
თხინვალი
ვაკიჯვარი
ბახვი ნაწილობრივ
შემოქმედი ნაწილობრივ
“ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები ცალკეულ უბნებზე ელექტროენერგიის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ. მობილიზებულია დამატებითი ტექნიკური ბრიგადები.