ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, NDI-ის ვაშინგტონის ოფისსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
„ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობაზე, გენდერის საკითხებსა და სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე. NDI-ის საქართველოს ოფისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.
მოხარული ვარ, რომ ოზურგეთი, როგორც ,,ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) ადგილობრივი პროგრამის წევრი NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ყურადღების ცენტრშიც მოექცა“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.