„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საკონსულტაციო შეხვედრები მთისპირში, ასკანასა და ნასაკირალში გამართეს. მოისმინეს სოფლებში არსებული საჭიროებები და მოქალაქეებს, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს.
სოფელ ასკანაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გარე განათების ქსელი მოეწყობა;
დაბა ნასაკირალში მოწესრიგდება სპორტული მოედანი და სკვერი;
სოფელ მთისპირში მოეწყობა სპორტული მოედანი, მოსაცდელები, გარე განათება; ასევე, შემოიღობება სასაფლაო და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგება ბეტონის გზა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავასრულეთ. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობამ თავად შეარჩია, რომელსაც ჩვენ დავაფინანსებთ. პროგრამა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მუნიციპალიტეტში, როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ადგილობრივებთან შეხვედრებს ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნიკა ბოლქვაძემ.