1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

👫 ქალაქ ოზურგეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის გასართობი, შემეცნებითი და საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

🚀 ოზურგეთის ტექნოპარკს გამოყოფილი ჰქონდა სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო Arduino – ზე დაპროგრამებული მექანიზმი, Lego Robotics და Littlebits მოწყობილობები. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა შეჯიბრებებში, მათ სიმბოლური პრიზებიც გადაეცათ.

🔹 ჩატარდა სპორტული შეჯიბრი შემდეგ სახეობებში: (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ტაეკვანდო, ფარიკაობა, ჩოგბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი).

✨ პატარების განწყობაზე ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობებმა ზღაპრის გმირებთან ერთად იზრუნეს. “მაკ-ჯორჯია“ – შუა ამაღლების საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა სპექტაკლის – “რომეო და ჯულიეტა“ ჩვენება მოაწყო. ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა საზეიმო კონცერტი.

👫 პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მოქალაქეები.

📌 ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები