სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოზურგეთში შეხვედრა გამართა

 🔵 საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართა, რომელსაც გურიის მხარისა და სამივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

💬 „საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქსტატის აღმასრულებელ დირექტორთან, გოგიტა თოდრაძესთან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც განვიხილეთ მუნიციპალიტეტების საჭიროებები და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებში მონაცემების ასახვის შესაძლებლობებზე.
სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მუნიციპალური პოლიტიკა და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“,- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

✅ საქსტატი გეგმავს წლის განმავლობაში კონსულტაციები გამართოს ყველა რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რაც გულისხმობს რეგიონულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლას და აქტიურ დიალოგს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

მსგავსი სტატიები