საინფორმაციო შეხვედრა CSRDG – სთან

პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ შესახებ, რომელსაც ფონდი – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) , ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, საკრებულოსა და მერიის წარმოამდგენლებს პროექტის მიზნები გააცნეს. კონკრეტულად: სოციალურად დაუცველი ოჯახების, მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი თვითრეალიზაცია, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური საწარმოების დაფუძნების ხელშეწყობა და სოციალური მეწარმეობის დადებითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტი მოიცავს შესაძლებლობებს სოციალურ მეწარმეებმა გააფართოვონ საქმიანობა და გაზარდონ სოციალური გავლენა, დამწყებმა მეწარმეებმა კი დააფუძნონ ახალი სოციალური საწარმოები, ასევე გურიისა და კახეთის რეგიონების თვითმმართველობებმა მხარი დაუჭირონ სოციალური მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებს მათსავე მუნიციპალიტეტებში.

მსგავსი სტატიები