შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან

🔵 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის წესის მიღების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

🔹 შეხვედრას ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს, მერიის, სამოქალაქო სექტორის და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

✅ აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს, ოზურგეთის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების, მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური საწარმოების დაფუძნების ხელშეწყობა. რაც გულისხმობს არსებულმა სოციალურმა მეწარმეებმა გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა, ხოლო დამწყებმა მეწარმეებმა კი დააფუძნონ ახალი საწარმოები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტების – „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ და „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისათვის“ მიზნებისა და ამოცანების გაცნობას. ამ პროექტებს ახორციელებს ფონდი – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირის, „პური მსოფლიოსთვის“ და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები