2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2022 წლის 8 აგვისტოს 00:00 საათიდან, 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.