ოზურგეთის მოქალაქეები, 2020 წელსაც ისარგებლებენ ყველა იმ სოციალური და ჯანდაცვის სერვისით, რომელიც გასულ წელს მოქმედებდა
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიმ 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ, დღეს, იმსჯელა.
კომისიის წევრებმა, მერიის სოციალური და ჯანდაცის განყოფილებასთან კოორდინირებულად, დეტალურად განიხილა ყელა ის პროგრამა და სერვისი, რომლესაც მუნიციპალიტეტი 2020 წელს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში განახორციელებს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წესში ყველა ის სოციალური მომსახურების პროგრამაა ასახული, რომლითაც ბენეფიციარები წლის განმავლობაში ისარგებლებენ. გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც კომიის დასკვნაში აისახა. კომისიამ აღნიშნა, რომ წესის სრულყოფის და მისი ბიუჯეტითან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გასათავლისიწნებელია კომისიის მიერ გამოთქმული რამდენიმე წინადადება.
აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების მიზნით, საკრებულო მორიგ სხდომაზე განაახლებს მსჯელობას.