კალანდა

კალანდა 2020

“კალანდა”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა. აგუნას გადაძახილი, გურული ღვეზლის ცხობის უძველესი რიტუალი, ჩიჩილაკი, სანოვაგით დატვირთული ხონჩით მეკვლე და მრავალჟამიერი -ასე შეეგებნენ გურულები კალანდას. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერი კონსტანტინე შარაშენიძე, სხვა მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლმა „გურიამ“, „ელესამ“, „იადონმა“ და „ხელხვავმა“.

მსგავსი სტატიები