მელექედურში, სილაურში და ნასაკირალში მიღებული გადაწყვეტილებები

მოსახლეობასთან კონსულტაციები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მელექედურში, სილაურში და ნასაკირალში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

ადგილობრივებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, თემურ გიორგაძესთან, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელთან, დარეჯან გოგოტიშვილთან, დაბებში მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

მელექედურის მოსახლეობის პრიორიტეტი სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და სტადიონის რეაბილიტაციაა.

სილაურის მაცხოვრებლები გარე განათების სისტემისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ჩამოყალიბდნენ. დაბა ნასაკირალში ადგილობრივები სხვადასხვა უბანში სკვერების მოწყობაზე შეთანხმდნენ.

#გურია #ოზურგეთი #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2020

მსგავსი სტატიები