ოზურგეთის ტექნოპარკში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე გურიის მხარეში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა.
შეხვედრას მხარისა და სამივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2022 წელს მიკროგრანტების პროგრამას უპრეცედენტო რაოდენობის – 1400-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით დაფინანსდა 1400-მდე პროექტი და შეიქმნა როგორც ახალი ბიზნესები, ასევე ახალი სამუშაო ადგილები.
გურიის მხარეში წელს 62 გამარჯვებული პროექტია. ამ პროექრტის ფარგლებში განხორციელდება 2 მილიონ ლარამდე ინვესტირება გრანტის სახით სახელმწიფოს მხრიდან და დასაქმდება ასზე მეტი ადამიანი რეგიონში.
შეხვედრის ბოლოს გამარჯვებულ მიკრომეწარმეებს სახელობითი აბრები გადაეცათ.