ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება

🎉 ალეგრობის დღესასწაულზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება ათ გამორჩეულ ადამიანს მიენიჭა

“ალეგრობის დღესასწაულზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი კიდევ ათ გამორჩეულ ადამიანს მივანიჭეთ.

🎗მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000 – 10 000 ლარი გადასცა.

📃 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:

🏅სამაშველო ოპერაციებში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებული სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველ გრიგოლ ქავთარაძეს

🏅ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის, ქალბატონ ნანა გოთუას

🏅ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და თანამოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროცესში გაწეული შრომისთვის ექიმს – ალექსანდრე აბრამიშვილს. ალექსანდრე მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული ახალგაზრდა პროფესიონალი და ხუთი შვილის მამაა

🏅ჩვენი ქალაქის მეეზოვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების სერვის ცენტრის თანამშრომელს, გამორჩეულად შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, ქალბატონ ალვარტ ავაკიანს

🏅სამოქალაქო განათლების, სოციალური დაცვისა და განვითარების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქალბატონ მარინა თოფურიას

🏅ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, პროფესიონალს, ღირსების ორდენის მფლობელს, ლოტბარ ბიძინა მჟავიას

🏅ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჭადრაკის აღორძინებისთვის, გურიის რეგიონში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის, ასევე, იუსტიციის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იურისტს, პროფესორ გია ებრალიძეს

🏅სამეცნიერო სფეროში წარმატებული საქველმოქმედო და პედაგოგიური საქმიანობისთვის ქალბატონ მანანა ღაჟონიას

🏅სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტსმენს და მწვრთნელს კახაბერ აბაშიძეს

🏅საჯარო სექტორში მრავალწლიანი უმწიკვლო მუშაობისთვის მზევინარ სალუქვაძეს. ქალბატონი მზევინარი მერიის თანამშრომელი და თავისი საქმის პროფესიონალია

#მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული ღვაწლისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!” – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ

      

       

      

მსგავსი სტატიები