ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გამარჯვებულია.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
შეხვედრაზე საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობით, თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მმართველობის და ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესებაზე; მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული და თანაბრად მისაწვდომი ადგილობრივი სერვისების მიწოდების ხელშეწყობაზე; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მსგავსი სტატიები