2022 წლის ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე: „ალეგრობის დღესასწაულზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი კიდევ ათ გამორჩეულ ადამიანს მივანიჭეთ.
მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000 – 10 000 ლარი გადასცა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე:

1. ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის, ქალბატონ ნანა გოთუას;

2. სამოქალაქო განათლების, სოციალური დაცვისა და განვითარების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქალბატონ მარინა თოფურიას;

3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჭადრაკის აღორძინებისთვის, გურიის რეგიონში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის, ასევე, იუსტიციის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იურისტს, პროფესორ გია ებრალიძეს;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოღვაწე:

4. ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, პროფესიონალს, ღირსების ორდენის მფლობელს, ლოტბარ ბიძინა მჟავიას;

5. სამეცნიერო სფეროში წარმატებული საქველმოქმედო და პედაგოგიური საქმიანობისთვის ქალბატონ მანანა ღაჟონიას;

6. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტსმენს და მწვრთნელს კახაბერ აბაშიძეს;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მცხოვრები:

7. სამაშველო ოპერაციებში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებული სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველ გრიგოლ ქავთარაძეს;

8. საჯარო სექტორში მრავალწლიანი უმწიკვლო მუშაობისთვის მზევინარ სალუქვაძეს. ქალბატონი მზევინარი მერიის თანამშრომელი და თავისი საქმის პროფესიონალია;

9. ჩვენი ქალაქის მეეზოვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების სერვის ცენტრის თანამშრომელს, გამორჩეულად შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, ქალბატონ ალვარტ ავაკიანს;

10. ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და თანამოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროცესში გაწეული შრომისთვის ექიმს – ალექსანდრე აბრამიშვილს. ალექსანდრე მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული ახალგაზრდა პროფესიონალი და ხუთი შვილის მამაა.

მსგავსი სტატიები