🔴 ოზურგეთის მერიის სხდომა – 16.05.2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომა

ავთანდილ თალაკვაძემ ახალი პროგრამები და პროექტები წარადგინა, რომელთა განხორციელება იწყება, ხოლო ნაწილი უკვე დაწყებულია. პროექტები ქალაქის ურბანულ განახლებას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემებს, საბავშვო ბაღებისა და გზების კაპიტალურ რეაბილიტაციას ეხება.

მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული სეზონისთვის მზადების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ასევე, ისაუბრა მედიკამენტებზე ფასდაკლებასთან დაკავშირებით და ელექტრონული მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტზე.

 

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი