ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ოზურგეთში წერეთლის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ და ევროპის საბჭოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შეთანხმების თაობაზე.
აგრეთვე, კენჭი ეყრება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის შესახებ დადგენილების პროექტის დამტკიცებას.
საკრებულოს სხდომა 19 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.