მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი

31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და   ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი მოეწყო,   რომლის სლოგანი იყო  „წარმატებული ქალი – ძლიერი რეგიონი.“  ფორუმის  მიზანს  ქალ     მეწარმეთა გააქტიურება და რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდა   წარმოადგენდა.

ქალთა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა 50-მა მეწარმე ქალმა მიიღო, როგორც   სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება-გადამუშავების, ასევე მომსახურების სხვადასხვა სფეროდან.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი