საკრებულომ მერიის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები მოისმინა

საკრებულომ რიგგარეშე სხდომა, რომელიც სამი დღის განამვლობაში მიმდინარეობდა, მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების განხილვით დაასრულა. საკრებულოს წევრების შეკითხვებს, დღეს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის , ადმინისტრაციული სამსახურის და იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ. საკრებულომ მოისმინა ინფორმაცია კონკრეტულად თუ რა სამუშაოები გასწიეს სტრუქტურულმა ერთეულებმა, რა სიახლეები დაინერგა საქმიანობის პროცესში, რა რჩება ხარვეზად და სამომავლო გეგმებზეც გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ უმჯობესია წარმოდგენილი ანგარიშების ფორმატი გამომდინარეობდეს კონკრეტული სტრუქტურული ერთეულეის დებულებიდან, რაც უფო ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მოქალაქეებს მერიის სამსახურების გაწეულ საქმიანობაზე. საკრებულოს წევრებმა კონკრეტული რეკომენდაციები და წინადადებებიც გააჟღერეს. ანგარიშები ვრცლად იხილეთ: http://oz.gov.ge/ge/pages/view/ozurgetis-municipalitetis-meriis-tsliuri-angarishebi “ანგარიშგება ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ხელს უწყობს თვითმმართველობის ორგანოების საქმინობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას, ზრდის მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების ხარისხს. საკრებულოსთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა მიღებული ინფორმაციის გაანალიზებით, კანონით დადგენილი კონტროლი ეფექტურად განახორციელოს და გასცეს ისეთი რეკომენდაციები, რომლიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ეფექტურს მუშაობას. ჩვენ დავასრულეთ ანგარიშების მომსენის პროცესი, ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრები, როგორც სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე, ა(ა)იპებისა და შპს -ების წარმომადგენლებთან” – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ. საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი წლის შემაჯამებელი ანგარიშები დამაკმაყოფილებლად შეაფასა.

მსგავსი სტატიები