მეტი გამჭვირვალობის, საჯაროობისა და მოქალაქეთა უკეთ ინფორმირების მიზნით, ოზურგეთის მუნინიციპალიტეტში ვებგევრდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. სრულად განახლდება ვებგვერდის დიზაინი და მორგებული იქნება მომხმარებელთა საჭიროებებს. მოქალაქეებს უფრო ეფექტურად, დროის უმოკლეს ვადაში შეეძლებათ მიიღონ ყველა ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც საკრებულოს, მერიას, ა(ა)იპებსა და შპს-ეებს ეხება. ახალი ვებგვერდის კონცეფცია სრულად ეფუძნება თვითმმართველობის ინდექსის მოთხოვნებს, ღია მმართველობის პრინციპებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის რეკონსტრუქცია “ღია მმართველობა საქართველოს” სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულების, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა და მისი შესრულება თვითმმართველობის ორგანოებისთვის ვალდებულებად იქცა. ვებგვერდის განახლებაზე ორგანიზაცია “პროგრესის სახლი” მუშაობს. დეტალები კი საკრებულოს და მერიის წარმომადგნელებს გააცნეს. განახლებული ვებგვერდის ამუშავება უახლოეს პერიოდში იგეგმება.