ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წინადადება კურორტ გომისმთისთვის დასახლების კატეგორიის, კერძოდ, დაბის სტატუსის მინიჭებისა და ტერიტორიის სახელდების შესახებ.
მერის მიერ ზემოაღნიშნული წინადადების მიზანია კურორტ გომისმთის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ამ მიზნით უკვე დამუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად. ამასთან ერთად, კურორტ გომისმთისთვის სახელდებისა და დასახლების კატეგორიის მინიჭება მიზნად ისახავს კურორტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევის ღონისძიებების უმოკლეს ვადებში განხორციელებას.
გთხოვთ თქვენი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები კურორტ გომისმთის დაბა გომისმთად სახელდების შესახებ მოგვაწოდოთ 2020 წლის 19 მარტამდე.
მის: ქ.ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა N1 ადმინისტრაციული შენობა, საკრებულოს აპარატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე. ტელ:599 98 39 00 ელ.ფოსტა: nanatavdumadze@gmail.com