დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში განილიხეს. კომისიამ დადებითი დასკვნა შეიმუშავა და მიზანშეწონილად მიიჩნია, საკითხის საკრებულოს სხდომაზე წარდგენა, ცნობად მიღების მიზნით.
ასევე, დარგობრივი კომისიის წევრებმა განიხილეს ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტები და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული საკითხების წარდგენა ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით. აგრარულ საკითხთა კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნია ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი დადგენილების პროექტის წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების თაობაზე.“
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომუნალური მეურნეობის მართვის სფეროში არსებული მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამების და მათი შესრულების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების შესახებ. ასევე, ცნობად იქნა მიღებული 2023 წლის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი და დამტკიცებული ქონების რეალიზაციის ფაქტობრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია.