დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა ,,მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მე-II კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს. კომისიამ დადებითი დასკვნა შეიმუშავა და მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე წარდგენა, ცნობად მიღების მიზნით. აგრეთვე, საკრებულო მოისმენს ინფორმაციას 2023 წლის მდგომარეობით, მუნციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული ქონებიდან საიჯარო ქირის ბიუჯეტში შემოსულობების შესახებ.