ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე.“
ასევე, ცვლილება იგეგმება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების და დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტში. აგრარულ საკითხთა კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს საკითხის ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა.