დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე;” და ტექნიკური შეცდომა გასწორდა ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში გამსახურდიას მოედანზე ( პარკის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 7586 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 12.8 კვ.მ. და ქ. ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ( ტროტუარი) მდებარე 686 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 51.81 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტში.
აგრეთვე, ცვლილება შევიდა ,, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტში.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,, მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“ ნორმატიული აქტის მისაღებად.