ონლაინ შეხვედრა გამჭვირვალობის სტრატეგიის მონიტორინგის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქმიანობას დისტანციურად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განაგრძობს.

ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, მორიგი ონლაინ შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შეფასების და მონიტორინგის მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსიის დეტალურ განხილვას დაეთმო.

პროექტი ექსპერტმა დეა ცარციძემ წარმოადგინა. შეხვედრაში ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია , მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, ( USAID/Tetra Tech ARD) საქართველოს კარგი მმართველობის ინიციატივა (GGI) წარმომადგენლები მიხეილ დარჩიაშვილი და მარიკა გორგაძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეები აღნიშნული ფორმატში თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდნენ.

გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია, რომელიც ამავდროულად ანტიკორუფციული სახელმძღვანელო დოკუმენტია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) ფარგლებში გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. რაც შეეხება სამოქმედო გეგმის მონიტორინგი ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის თვითშეფასება და თვითშეფასების მატრიცას, მისი შემუშავება საქართველოს კარგი მმართველობის ინიციატივა (GGI) თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას განცხადებით, “ანტიკორუფციული დოკუმენტის მონიტორინგის ჩარჩოსა და თვითშეფასების მეთოდოლოგიის შესახებ მსჯელობა საკრებულოს მომავალ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც საკრებულოს წევრებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2022 წლების სტრატეგიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ პროექტში ცვლილებებს შესთავაზებს. ”

მორიგ სხდომაზე ასევე იგეგმება ცვლილებები საკრებულოს რეგლამენტში, რომელითაც სხდომების ელექტრონულად ჩატარების ფორმატით განისაზღვრება.

მსგავსი სტატიები