მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა-შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციაა ა.(ა)ი.პ. „მუნიციპალური მომსახურების ცენტრი,“ რომლის 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 1 913 561 ლარს.
ყოველდღიურად იგვება ქალაქის 30 ქუჩა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები. სულ 300 000 კვადრატული მეტრი ფართობი.
ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნების და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცლა-დასუფთავება.
ეტაპობრივად იგვება და სუფთავდება ქალაქის სავტომობილო გზები და სოფლის ცენტრები, ასევე დაბა ურეკის ცენტრალური ქუჩები.
საკურორტო სეზონის დროს ხორციელდება სანაპირო ზოლის ინტენსიური წმენდა.
აღნიშნულ სამუშაოებს ემსახურება 8 ერთეული თვითმცველი ნაგავმზიდი, 2 ერთეული საცერი და 4 ერთეული თვითმცლელი ტრაქტორი.
2018 წელს დამატებით შემოტანილია 496 ერთეული ნაგვის ურნა, რომლითაც ჩანაცვლდა 250 -ზე მეტი ძველი, ამორტიზირებული ურნა. ხოლო დანარჩენი დამატებით დანთავსდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში.
მობილური ჯგუფის მიერ სისტემატიურად ხდება ქალქის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეების კალაპოტისა და სანიაღვრე არხების განმენდა -გასუფთავება.
კეთილმოწყობის განყოფილების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტარდება სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებები.
გარე განათების განყოფილების მიერ სისტემატურად მიმდინარეობს გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია-მონტაჟი.