აღმაშენებლის ქუჩის კორპუსებთან სკვერი და სტადიონი შენდება

ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 165-ე და 177-ე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია უტარდება სტადიონს, მოწესრიგდა გზის საფარი.

სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე გაეცნო.

სამუშაოებს შ.პ.ს “მშენებელი 2017” ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

#გურია #ოზურგეთი2020

 

მსგავსი სტატიები