გურიანთის ტერიტორიულ ერთეულში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გურიანთის ტერიტორიულ ერთეულში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელში მერის წარმომადგენლის, გიორგი ფასიეშვილის ინფორმაციით დაიწყო მასშტაბური პროეტები: მონტაჟდება ჭაბურღილები, რთულად გადასაადგილებელ მონაკვეთებზე დაიგო რკინა-ბეტონის გზები, მოეწყო გარე განათების სისტემები, მიმდინარეობს სკვერის მშენებლობა.

სამუშაოები გურიანთის ადმინისტრაციული ერთეულის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

კერძოდ, ციხისფერდში, დაიწყო წყლის ჭაბურღილის მოწყობა.
დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა.
მოეწყო სასმელი წყლის ჭა.
სსიპ თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის საჯარო სკოლაში დაიწყო ჭაბურღილის მოწყობა. სკოლას ასევე ექნება ცენტრალური გათბობა.
გათბობის სისტემა მონტაჟდება სოფელ გურიანთის ახლადაშენებულ ამბულატორიაშიც.
გურიანთის ცენტრში მიმდინარეობს სკვერის მშენებლობა, რომელშიც მოსახლეობის გადაწყვეტილებით მოექცევა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
დასრულდა გურიანთა-ციხისფერდის შიდა სასოფლო გზების საპროექტო სამუშაოები და გურიანთის შიდა გზების პროექტირება.
ჯამში გურიანთაში 9 კილომეტრი სიგრძის გზა მოასფალტდება.

მსგავსი სტატიები