ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დააზუსტა და ახალ პროექტებზე, განხილვებისა და დასკვნების წარმოსადგენად, დარგობრივი კომისიები განსაზღვრა.
ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია ელექტრონული პეტიცია „გენერალური გეგმა ქ.ოზურგეთს“ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ქალაქის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში, მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობისთვის, საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ პროექტს, შესაბამისი კომისია მოამზადებს.
საკრებულოში კიდევ ერთი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომლის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2022 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და შეფასება იქნება.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება“, საკრებულოს წევრები კენჭს უყრიან დადგენილების პროექტს, განხილვისა და შემდგომი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე.
ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში 18 საკითხი დაამტკიცეს.
მსგავსი სტატიები