ორგანიზაცია “Impact for Development” NDI, OECD და Digital Arabia Network – თან პარტნიორობით, თემაზე ”ღია და ჭკვიანი რეგიონებისკენ” ვებინარი გაიმართა

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

ოზურგეთში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამის პროცესზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და მონაწილეებს კონკრეტული განხორციელებული პროექტები გააცნო, საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის როგორც შინაარსზე, ისე მის შემუშავების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე. ცალკე აღინიშნა სტრატეგიის მონიტორინგის ინსტრუმენტიც. მონაწილეები დაინტერესდნენ ოზურგეთში ღია მმართველობის ადგილობრივი პროცესის წარმართვით.

„ვებინარის თემა საინტერესო და თემატური იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლო ღია მმართველობის ინიციატივებთან. ის, რომ შევუერთდით ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP-Local) პროგრამას, მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ანგარიშვალდებულების თვალსაზრისითაც. პარტნიორ არსამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ მიმართულებით“ – აღნიშნა დავით დარჩიამ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). ვებინარმა მონაწილეებს ადგილობრივ მთავრობებთან სხვადასხვა გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი