ოზურგეთში, გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

ოზურგეთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების სასწრაფო დახმარების შენობა, ოზურგეთის მერის მოადგილეებმა: ალექსანდრე სურგულაძემ და ირაკლი სირაძემ დაათვალიერეს.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სახსრებით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები