გაცნობებთ, რომ 2021 წლის 29 იანვარს 12:30 საათზე დაგეგმილია ჩოხატაურის და
ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის
მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე
ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო
განხილვა, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ
ვებგვერდზე (იხ. ლინკი – https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/30365).
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს
სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების
შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის
დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების
შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო განხილვა გაიმართება 2021 წლის 29 იანვარს
12:30 საათზე დისტანციურად, Webex-ის აპლიკაციის მეშვეობით.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:
https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=m0a5652c5a2c03d0604e4f52d20ee2150