ანგარიშის წარდგენა საკრებულოში

ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა ვლადიმერ ჩავლეშვილმა, გასული წლის საქმიანობა შეაჯამა.
საკრებულოს წევრმა, ანგარიში ამომრჩევლებს, პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში წარუდგინა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს წევრმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე, სოციალურ საკითხებზე და სოფელში განხორციელებულ, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ ღონისძიებებზე, რომელიც პანდემიის პირობებში, სხვადასხვა სექტორის მხარადჭერით განხორციელდა. მნიშვნელოვნად მიიჩნია ადგილობრივი პრობელმატური საკითხების დროული გადაწყვეტა, აღმასრულებელ ორგანოსთან კოორდინირებული მუშაობით.
საკრებულოს წევრის მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი