ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ბოლო კონსულტაციები სოფელ ოზურგეთის და ჯუმათის მოსახლეობასთან გამართა.
შეხვედრაზე, პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიეს.
სოფელ ოზურგეთის მოსახლეობამ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია აირჩია.
ჯუმათში, პრიორიტეტად მოსაცდელისა და სტადიონზე განათების მოწყობა, საბავშვო ბაღისთვის ატრაქციონების შეძენა და ბეტონის გზების მშენებლობა მოითხოვეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1 074 000 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტი კი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს.
მსგავსი სტატიები