ოზურგეთის მერმა სამედიცინო ცენტრებს მადლობის სიგელები გადასცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ COVID19-ის მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მადლობის სიგელები გადასცა.

მერმა სამედიცინო ცენტრები განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსთან მარინა ჯაფარიძესთან და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელთან, მაიზერ ცელაძესთან ერთად მოინახულა და მედპერსონალს ქალთა დღე სადღესასწაულო ტორტებით მიულოცა.

„სიტყვები არ მეყოფა თქვენდამი მადლიერების გამოსახატად, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგომისთვის, თავგანწირვისთვის, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, როცა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე მოახერხეთ ოზურგეთი მოწინავე ყოფილიყო COVID19-ის მართვის მიმართულებით,“ – აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.

მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ: “მედალფა’’ – ოზურგეთის კლინიკა, ოზურგეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი, გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ა.(ა).ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი,” სამედიცინო ცენტრი ,,მედი ჰაუსი,” „ შპს „სააქიმო, ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრი და ,,ბიომედიკა გეორგია.

#გურია #ოზურგეთი2021 #8მარტი#სამედიცინოცენტრებისდაჯილდოება

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი