” საერთაშორისო ინიციატივა – თანამონაწილეობისთვის”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის მუნიციპალიტეტებთან ახალ, საერთაშორისო პროექტებს გეგმავს.

მრავალმხრივი პარტნიორობის განმტკიცებისა და მომავალი გეგმების შესახებ პრეილის (ლატვია), ნიჟინის (უკრაინა) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, დღეს, ონლაინ კონფერენციაზე ისაუბრეს.

ონლაინ კონფერენციის მიზანი იყო: გამოცდილების გაცვლა, მრავალმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, თანამშრომლობის გაფართოება, ახალი პარტნიორობის დამყარება და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

შეხვედრის ორგანიზატორი ამჯერად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იყო.
ონლაინ პრეზენტაცია ოზურგეთის კულტურული,შემოქმედებითი და ტურისტული პოტენციალის გაცნობას მიეძღვნა.

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ოზურგეთი, როგორც „ევროპული მუნიციპალიტეტი ქართული ტრადიციებით,” პირდაპირ ეთერში ენახათ ვიდეორგოლი ოზურგეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ, თეტრალური წარმოდგენის ფრაგმენტი ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან, ასევე მოესმინათ ხალხურის სიმღერისა და ცეკვის მასტერკლასები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან, გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს რესტორან „ტონუსიდან.“

ოზურგეთის ადმინისტრაციას შეხვედრაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ნანა თავდუმაძე და საკრებულოს დეპუტატი ლავრენტი ბიგვავა წარმოადგენდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობენ ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, უკრაინის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა პანელური დისკუსია – “საერთაშორისო ინიციატივა – თანამონაწილეობისთვის – პერსპექტივები და შესაძლებლობები. ”

მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და თანამონაწილეობით პროცესების გააქტიურებაზე.

#გურია #ოზურგეთი2021

მსგავსი სტატიები