დასუფთავების სერვისი 2019

მომსახურების ცენტრის მიერ ყოველდღიურად სუფთავდება ქალაქ ოზურგეთში არსებული 23 ქუჩა, 6 მოედანი, 6 სკვერი და ბაღი,  სუფთავდება ქალაქის ცენტრის მიმდებარედ არსებული ქუჩები   300 000 კმ. ფართობი.

პერიოდულად ხდებოდა მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზებისა და სოფლების ცენტრალური მოედნების დაგვა-დასუფთავება (112 000 მეტრი). გაიწმინდა 52 800 მეტრი სანიაღვრე არხი და ქალაქის ტერიტორიაზე ჩამდინარე მდინარეების  კალაპოტები, ნაგავსაყრელზე  გადატანილი იქნა  9 043 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი

მომსახურების ცენტრის მიერ გაიცელა 138 ჰექტარი ტერიტორია, შხამქიმიკატებით დამუშავდა 11 ჰექტარი ფართობი, 175  ხეს ჩაუტარდა სანიტარული ჭრა, 414 მ³ მოცულობით  დამუშავებული შეშა დაურიგდა  134  სოციალურად  შეჭირვებულ მოსახლეს,  4 400 ნარგავს  ჩაუტარდა აგროტექნიკური სამუშაოები, მინერალური სასუქებით გამოიკვება 3 200 ძირი ნარგავი,  შეთეთრდა 1 260 ძირი ხე.

სისტემატურად ხდებოდა ქალაქში გამავალი მდინარის კალაპოტის წმენდა და  წყალსაწრეტი არხების მიმდებარე ტერიტორიების  გაცელვა.

შეიღება ქალაქ  ოზურგეთის ბაღებსა  და დაბა ურეკის ბულვარში არსებული  46 სკამი, დამზადდა და  აღდგენილ  იქნა 41 პატარა ურნა, გარემონტდა და გისოსები დაყენდა კინოთეატრის კარებებსა და ფანჯრებზე. რეაბილიტაცია  ჩაუტარდა  ჭადრების ბაღში არსებულ  შადრევანს,  გასუფთავდა  ქალაქ  ოზურგეთში კორპუსების ჟოლობები  და  წყალსაწრეტი მილები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა  115 მ სიგრძის ბორდიულს, ასევე აღდგენილი იქნა სანიაღვრე არხებზე არსებული ცხაურები,  შეკეთდა  32  სანაგვის ურნა, შეიღება 250 მეტრი სიგრძის ბორდიური.

მექანიზაციის მიერ გაიწმინდა  და გატანილ  იქნა  სოფლების შიდა გზების და საყანე ფართობების გასწვრივ არსებული სანიაღვრე არხები.

მსგავსი სტატიები