ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 2020 წელი

ინფრასტრუქტურული პროექტები

 ქვეყანაში შექმნილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეიცვალა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების გრაფიკები. 2020 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარეობს 9 471 353  ლარის სამუშაოები;

 

  • სრულდება სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან ეკალდიდი-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
  • დასრულდა სოფელ ბოხვაურის ცენტრის გავლით შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (4 996 მ).
  • დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდ. ბჟუჟის ხიდიდან ყაზბეგის ქუჩის (სოფ. მაკვანეთის საზღვრამდე) დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • დასრულდა ქალაქ ოზურგეთში, გოთუას ქუჩისა და ჯავახიშვილის ქუჩის II შესახვევის გზის რეაბილიტაცია.
  • დასრულდა ქ. ოზურგეთში, ნ. ბარათაშვილის ქუჩის I ჩიხის, ქ. ოზურგეთში, ნ. ბარათაშვილის ქუჩის II შესახვევისა და ქ. ოზურგეთში, ნიკოლაძის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის მოპირდაპირედ, გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები.
  • დასრულდა: ქალაქ ოზურგეთში, ლომთათიძის ქუჩის რეაბილიტაციისა და ლომთათიძის ქუჩის I შესახვევის მოასფალტება.
  • დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
  • ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით ბოგილას გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
  • მოასფალტდა ასკანის თემში, სოფელ მზიანის შიდა გზა.
  • მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაღობილევის (N4 უბანი) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
  • დასრულდა სოფელ მთისპირი-ასკანის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
  • დასრულდა ქ. ოზურგეთში, სიმონიშვილისა და ბერი გაბრიელის ქუჩების რეაბილიტაციისა და ქ. ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის ერისთავის ქუჩის კვეთამდე გზის რეაბილიტაციისა და ერისთავის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.
  • დასრულდა კურორტ ურეკის გზის (უსკაკალეიკის) რეაბილიტაცია.
  • მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩის (ბესიკის პირველი შესახვევის-705 გრძ.მ) რეაბილიტაცია.
  • მიმდინარეობს სოფელ მაკვანეთში ჭალის უბნის გზის რეაბილიტაცია. (1 745 გრძ.მ)
  • მიმდინარეობს სოფელ გურიანთაში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია (1813 გრძ.მ) (გარდამავალი პროექტი).
  • მიმდინარეობს დაბა ნასაკირალში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია (2 960 გრძ.მ).
  • მიუხედავად იმისა, რომ პროექტი: სოფელ დვაბზუში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია და სოფელ ბოხვაურში გზის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია, ამ დროისათვის, უკვე დასრულებულია.
  • მიმდინარეობს დაბა ნასაკირალში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები.
  • დასრულდა ანასეულის დასახლებაში, მეცნიერების ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა.
  • დასრულდა ქ.ოზურგეთში სანაპიროს ქუჩაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები.
  • ქალაქ ოზურგეთში (შევჩენკო, პუშკინი, ყაზბეგი) ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
  • შესრულდა ქალაქ ოზურგეთში, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტული დარბაზის სახურავის და გვერდითი ფასადის შეკეთების სამუშაოები.
  • შეძენილი იქნა ასკანის ადმინისტრაციული ერთეულის კლუბის იატაკის მოსაწყობად სამშენებლო ხის მასალა.
  • გადაიხურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერიაში, (ხვარბეთი) საბავშვო ბაღის სახურავი.
  • დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჭანიეთში, სკოლის მიმდებარედ, სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.
  • 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის დასაწყისში დასრულდა ქ. ოზურგეთში, ოთხი მრავალბინიანი (თორმეტსართულიანი) საცხოვრებელ სახლში (კერძოდ: იოანე პეტრიწის ქ. N1, ფარნავაზ მეფის ქ. N1 კოსტავას ქ. N2 და გრიბოედოვის ქ. N31-ში) არსებული ლიფტების სარეაბილიტაცო სამუშაოები. – სახელშეკრულებლო ღირებულებით – 156998.72 ლარი;
  • მომზადდა სოფ.სილაურში, სოფ.ჭახვათაში და სოფ.ვაკიჯვარში ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადების მომსახურების შესყიდვა.
  • დასრულდა ანასეულის დასახლებაში, მეცნიერების ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები.
  • წლის განმავლობაში შესრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის ასფალტ-ბეტონის საფარის ორმული შეკეთების სამუშაოები.
  • დამონტაჟდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.
  • დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში (აჭის უბანში) გარე განათების მოწყობის სამუშაოები.
  • შესრულდა სოფელი ქვემო ნატანების (მე-17 ბრიგადა) სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები.
  • დასრულდა ქ. ოზურგეთში, ჟღენტის ქ. N4-ში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარის შენობის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.
  • ზღვისპირა საკურორტო ზონაში განსათავსებლად შეძენილი იქნა 260 ნაგავშემკრები კონტეინერი.
  • დასრულდა ქ. ოზურგეთში, ა. წულაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
  • დასრულდა სოფელ ლიხაურში (აჭის) საუბნო გზის რეაბილიტაცია.
  • მოასფალტდა ქალაქ ოზურგეთში დუმბაძის პირველი შესახვევი.
  • დასრულდა ანასეულის დასახლებაში, უნივერსიტეტის N12-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების მოპირკეთების სამუშაოები.
  • დასრულდა მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, სოფელ მერიაში (გოგორეთი), სოფელ შრომაში და სოფელ ნატანებში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები.
  • გრიბოედოვის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები.
  • ა. წერეთლის ქუჩის სავალი ნაწილისა და ლერმონტოვის ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია.
  • სოფელ ნარუჯის სტადიონის გასახდელის შენობის შეკეთება.
  • სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის შენობის სახურავის კაპიტალური შეკეთება.
  • შეძენილი იქნა სხვადასხვა სახის 32 ერთეული ატრაქციონი.
  • დასრულდა დაბა ლაითურში (მე-2 და მე-4 რაიონები) გარე განათების მოწყობის სამუშაოები.
  • დაბა ნარუჯაში არსებული საცხოვრებელი კორპუსის გარე საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები.

 

მიმდინარე  ინფრასტრუქტურული პროექტები: 

  • მიმდინარეობს:
  • სოფელ მერიის (ხვარბეთის) ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • თენიეშვილის ქ. N12-ში მდებარე ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში არსებული ლიფტის რეაბილიტაციის სამუშაოები.
  • ანასეულის დასახლებაში, მეცნიერების ქ. N14-ში მრავალბინიანი საც. სახლის ფასადის მოპირკეთება.
  • 9 აპრილის ქუჩის ჩიხის (გურიის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ტერიტორიის ჩათვლით) რეაბილიტაციისა და მოაჯირის მოწყობის სამუშაოები.
  • მალაზონიას ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების (N6, N8) ეზოების კეთილმოწყობა.
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საძიებო-საექსპლოატაციო ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები.
  • გურამიშვილის ქ. N14-ში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
  • მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთში, ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის ჰორიზონტალური მონიშვნის მოწყობის სამუშაოები.

მუნიციპალიტეტი და დონორები

მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდთან. ფონდის მიერ 2020 წელს განხორციელდა  ქალაქ ოზურგეთში, ჭანტურიას ქ. N1-ში მდებარე ისტორიული მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ღირებულებით 1 433 580,01 ლარი); ასევე, ქალაქ ოზურგეთში სამკუთხა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები (სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 1 736 998,83  ლარი).

დასრულდა 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტი – სოფელ ქვედა ბახვში შიდა სასოფლო გზის „ჩაის გზა“ რეაბილიტაცია.

სამოქალაქო ბიუჯეტის „იყავი თანამმართველი“-ს ფარგლებში 2020  წელს გგანხორციელდა გამარჯვებული პროექტების:  ქალაქ ოზურგეთში გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა N25-ში ეზოს ქსელის კანალიზაციის მოწყობისა  და ანასეულში, მეცნიერების ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.

დასრულდა  ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ლაშე“-ს სტადიონის მოწყობის სამუშაოები.

ამბულატორიები

 საქართველოს მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ამბულატორიებისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოეყო 1 164 118 ლარი.

2020 წელს დასრულდა ახალი ამბულატორიების მშენებლობა დაბა ნასაკირალში და სოფელ გურიანთაში.

დასრულდა “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-ს ეზოს კეთილმოწყობისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები – სახელშეკრულებლო ღირებულებით 123 243.16 ლარი.

 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია

 სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენტაციის საფუძველზე მომზადდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია. სულ დაიგეგმა 197 677,94 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. სამუშაოები დასრულდა ვაკიჯვარის, ასკანის, მთისპირის, ბაილეთის, ნარუჯის, ძიმითის, ნაღობილევის, მაკვანეთის, მელექედურის, მერიის, ქ. ოზურგეთის N9, ქ. ოზურგეთის N1, ნატანების, თხინვალის შრომის საბავშვო ბაღებში. შესრულებულია 130 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო. სამუშაოები გრძელდება შემოქმედის, გურიანთის, ქ. ოზურგეთის N3, ლაითურის N1 და N2 ბაღებში.

 სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები

  • დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისა და მასალების შეძენის სამუშაოები.
  • სხვადასხვა სოფელში ჩატარდა სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის საფარის რეაბილიტაციის, გაბიონების, ასევე საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარედ საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
  • დაბა ნასაკირალში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია.
  • შეძენილი იქნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადასაცემი სამშენებლო მასალები.
  • მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილია სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციოდ მზა ბეტონი, მავთულბადე, ინერტული მასალა და ქვიშა-ხრეში.
  • დასრულდა სოფელ შრომაში კლუბის სახურავის მოწყობის სამუშაოები.

           არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებულ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან, რომელიც დახმარებას უწევს მეწყერის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

სამსახურის სპეციალისტების მიერ გაწეული კონსულტაციებით მოქალაქეები აგზავნიან დოკუმენტაციას კომისიაში, რომელთა განხილვის შედეგად ბენეფიციარებს ენიჭებათ შესაბამის ქულები და ეძლევათ დახმარება სახლის შესაძენად (თითეულს 25 000 ლარის ოდენობით). მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში შეძენილი იქნა 70 საცხოვრებელი სახლი. დახმარების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1 750 000 ლარი;

საჯარო სკოლების რეაბილიტაცია

            2020 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 010 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 30 საჯარო  სკოლაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტორს რეკომენდაციის საფუძველზე მოეწყო სველი წერტილები: N2 და N4, კვირიკეთის, ნარუჯის, შემოქმედის, სოფ.ოზურგეთის, ნაღობილევის, სილაურის, შრომის, ციხისფერდის, მთისპირის, ბაილეთის, კონჭკათის, ხრიალეთის, ზემო ნატანების, ნატანების (ახალშენის), ჯუმათის (იანეთი), გომის, ურეკის (წვერმაღალას),  მერიის, ქვ. ბახვის, გაღმა დვაბზუს, ციხისფერდის, ლიხაურის საჯარო სკოლებში. დასრულების ეტაპზეა გურიანთის, მშვიდობაურის, ვაკიჯვრის, ნაგომარის, მზიანის, ასკანის, N3 და N5 სკოლების სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები.

აქტიურად მიმდინარეობს ეკალდიდსა და ნასაკირალში ახალი ულტრათანამედროვე სკოლების მშენებლობა. აგრეთვე სოფელ თხინვალის სკოლისა და სოფელ მერიის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

             ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს გამოეყო 1 074 000 ლარი. რაც შემდგომ მუნიციპალიტეტის მხრიდან გაზრდილი იქნა 100%-ით.

მოსახლეობის მიერ დასმული პრიორიტეტების შესაბამისად შესრულდა 260-მდე მცირე და საშუალო სიდიდის ობიექტის მოწყობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მსგავსი სტატიები