წვერმაღალის ტყე-პარკი ოფიციალურად 2019 წლის 1 მაისს გაიხსნა.
პარკი 4 ჰექტარზეა მოწყობილი. ის ორიარუსიანია. პირველ იარუსში შეგხვდებათ გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურის ხე, ევკალიპტები, ბამბუკების ხეივანი და ხელოვნური ტბა. ტბა გაფართოვდა და ირგვლივ კედარის ჯიშის ხეები და ტირიფებიდარგეს, წყალში კი დუმფარის ყვავილებია. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატურიც.
197 საფეხურის ავლის შემდეგ ზღვის ულამაზესი პეიზაჟი იშლება.
წვერმაღალის პარკი შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარეობს.
#წვერმაღალისტყეპარკი