2021 წლის 21 მაისს 13:00 საათზე, “ღია მმართველობა პარტნიორობის” , “ღია მთავრობის კვირეული” -ს (Opengovweek) ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატვით, ონლაინ კონფერენცია გაიმართება.
ამ გლობალურ ღონისძიებას, მსოფლიოს “ღია მმართველობა პარტნიორობის” წევრ ქვეყნებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ონლაინ კონფერენციით „ციფრული ტრანსფორმაცია და თანამონაწილეობა ღია მმართველობა პარტნიორობისათვის“ უერთდება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობით დანერგილი ციფრული მართვის საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციები. ღონისძიებაზე, ასევე, განიხილავენ ადგილობრივ დონეზე ციფრული მმართველობის მიღწევასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებს, ფოკუსირდება პროცესების ინსტიტუციონალიზაციაზე OGP ადგილობრივი პროგრამის ფარგლებში.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს OGP-Local-ის წევრი მუნიციპალიტეტების: ოზურგეთი, თბილისი, ხონი, ახალციხეს როგორც საკრებულოს, ასევე, მერიის წარმომადგენლები, მთავრობის ადმინისტრაცია და პარტნიორი ორგანიზაციები.
ადევნეთ თავლი კონფერენციის პირდაპირ ტრანსლაციას საკრებულოს ფეისბუქ და მუნიციპალიტეტის ვებ გევრდზე, დასვით შეკითხვები, მოგვწერეთ მოსაზრებები, თქვენ ონლაინ რეჟიმში კონფერენციის მონაწილეები გიპასუხებენ.
იხილეთ დღის წესრიგი:დღის წესრიგი