ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრებთან ლელა საჯაიასა და მარიკა ჩხიკვიშვილთან, აპარატის უფროსს ნანა თავდუმაძესთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდა საკრებულოში დანერგილი ციფრული მექანიზმების შესახებ, მათი გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა და მოუწოდა მათ აქტიურად ჩაერთონ საკრებულოს საქმიანობაში, სხვადასხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
მანვე ყურადღება გაამახვილა, პანდემიის პირობებში თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ონლაინ პლატფორმების განვითარება, როგორც ახალი შესაძლებლობა მოქალაქეებისათვის მარტივად მიიღონ ინფორმაცია და ყველა საჭირო სერვისი.
დავით დარჩიამ ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიღწევებზეც. ოზურგეთმა ინოვაციური პროექტების განხორციელება, სხვადასხვა სექტორის თანამონაწილეობით დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ღია მმართველობა – პარტნიორობის პროგრამაში (OGP_Local) ჩართვისთანავე დააფიქსირა თავისი სურვილი და მზაობა მიაღწიოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, ღიაობას და მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებას.
მსგავსი სტატიები