თემის ცენტრი (ჯუმათი, ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 120 მ. ქალაქ ოზურგეთიდან 14 კმ.-ს მოშორებით. სოფლის უბნებია: სოფლის უბნებია: მიხაისფონი, ხარხამეთა, კიბულას ღელე და ლაშე. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
სოფლის მთავარი ღირშესანიშნაობაა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ბაზილიკური მონასტერი. მისი აგების თარიღი უცნობია. მონასტრის ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება.